пятница, 15 апреля 2011 г.

პროექტის სახელწოდება: სამტრედიის რ–ნი სოფ.ნოღის ისტორია.
პროექტის მოკლე აღწერა:
                 სოფელი  ნოღა  სამტრედიის რაიონში  იმერეთ–გურიის საზღვარზე ცადაზიდულ  გურიის  მთებს   შორის  მდებარეობს,  სოფელს  სამტრედიიდან ბათუმისაკენ  მიმავალი სამხედრო  გზა და მდინარე ხევიწყალა ორ ნაწილად ჰყოფს: ზემო  და  ქვემო  ნოღას. აინტერესოა  საიდან  აქვს  წარმოშობის  ფესვები  სოფელს, სოფლის  მკვიდრთა  გადმოცემით  ნოღა  ახალგაზრდა  თხმელის ( მურყანი) ტყეს ნიშნავს, შემდეგ კი მას მეცნიერული ახსნა მიეცა.დიდი მეცნიერის აკადემიკოს აკაკი შანიძის  გადმოცემით   „ნოღა“  ბაზარს  ნიშნავს.  ასეთი  ბაზარი  იმ   დროისათვის ყოფილა  კოხნარსა  და  ნოღაშიც.
                ღირშესანიშნაობებიდან  აღსანიშნავია  ნოღის წმ.გიორგის  სახელობის ეკლესია,    რომელიც   XX –ის    დასაწყისში   აუშენებია    ვინმე   დიმიტრი ბერძენს.ბოლშევიკების შემოსევის შემდეგ ეს ეკლესია დაუნგრევიათ. XX-ის  90–იან წლებში დაიწყო  დანგრეული ეკლესიის  აღდგენა. ჩვენი საუკუნის დასაწყისში დაიწყო  ეკლესიამ ფუნქციონირება.
               დასავლეთიდან ნოღას ტელეფისის  ციხის  ნანგრევები  გადმოჰყურებს. ციხე  ჩვ.წ. აღ–ის  IV საუკუნეში აუგიათ.რომაელებთან ბრძოლის დროს  კი დანგრეულა და დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. 
                 სოფლის ცენტრში დგას ნოღის საჯარო სკოლა,რომლის ისტორია ასეთია: 1922 წელს  გაიხსნა  დაწყებითი სკოლა, შემდეგ სკოლამ შეიცვალა ტიტული ხან 8 წლიანი და ხან კიდევ  9 წლიანი სკოლის სახელით.
                 1965–1966წწ  ჩვენი დიდი მეცნიერის აკადემიკოს აკაკი შანიძის თაოსნობით 9–წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად.1970–1971წწ გაიხსნა სკოლის ახალი შენობა , რომელიც დიდი მეცნიერის აკაკი შანიძის სახელს ატარებდა.
                 სოფელს ორი დიდი, სახელოვანი ადამიანი ჰყავს გამოზრდილი.აკაკი შანიძე– დიდი ენათმეცნიერი  და პოეტი ალექსანდრე შანიძე. სოფელში შემორჩენილია სახლი ,რომელშიც დაიბადა და ცხოვრობდა  ენათმეცნიერი აკაკი შანიძე.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის ისტორიას,მის მდებარეობას,ღირსშესანიშნავ ადგილებს და ინფორმაციას სოფელში მცხოვრები გამოჩენილ ადამიანთა შესახებ.მოძიებულ მასალას ასახავენ ფოტოებზე და დაგეგმავენ ლაშქრობას „ტელეფისზე.“
პროექტის მიზანი: მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან თავისი სოფლის ისტორიას.
მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.
ვადები: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები: ეს პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება გაიმდიდრონ ცოდნა სოფ.ნოღის შესახებ. გამოიმუშაონ კვლევა– ძიების უნარ_ჩვევები,ისწავლონ ჯგუფური მუშაობა და  ერთმანეთთან თანამშრომლობა.
საჭირო რესურსები: რვეული,საწერკალამი, ფოტო აპარატი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა: ჰგუფს ვყოფ 3 ნაწილად.პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სოფ.ნოღის ისტორიის შესახებ. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სოფელში არსებული ტაძრის შესახებ, მესამე ჯგუფი კი ინფორმაციას ნოღაში არსებული სკოლის შესახებ.შემდეგ მართავენ დიდკუსიებს,  მოძიებულ მასალებსა და ფოტოებს განათავსებენ თავიანთ ალბომებში.
საგნებთან კავშირი: ქართული,ისტორია,გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე
ხელმძღვანლის ელ.ფოსტა: n.kalandadze2011@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი: nkalandadze.blogspot.com